ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მეოთხე ცხედარი იპოვეს, ერთი მამაკაცი ცოცხალი ამოიყვანეს, 5 პირის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება, მათ შორის არიან არასრულწლოვნები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თემურ მღებრიშვილის თქმით, ძალიან დიდი მასაა მოწყვეტილი და დაახლოებით 70% არის მიწის მასისგან გასათავისუფლებელი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულია 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, კინოლოგიური ჯგუფი და მძიმე ტექნიკა. რა ვითარებაა სტიქიის ზონაში