სამხრეთ ფილიპინებში მეწყერმა ორი ავტობუსი მოიყოლა. მეწყერს 6 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები ამ დრომდე 46-ს ადამიანს ეძებენ. სამაშველო სამუშაოების შედეგად, 31-ი ადამიანის გადარჩენა უკვე მოხერხდა. ამ დროისთვის არსებული ცნობით, ავტობუსებში სულ მცირე 28 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა 8 მათგანმა გაქცევა მოახერხა. მეწყერი დავაო დე ოროს პროვინციაში, კუნძულ მინდანაოზე, ოქროს მაღაროსთან ახლოს ჩამოწვა. მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 11 ადგილობრივიც დაშავდა. ორმა მათგანმა სერიოზული დაზიანებები მიიღო, რის გამოც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გასულ კვირას მეწყრისა და წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა.