იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში მიწის მასა ჩამოიშალა და ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველები მეწყერში მოყოლილებს - მათ შორის, სავარაუდოდ, სამ არასრულწლოვანს, ახლაც ეძებენ. ამ დროისთვის კი სამი ცხედარი ნაპოვნია. მაშველებმა მიწის მასიდან ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე კინოლოგთა ჯგუფები არიან მობილიზებული. გარდა ამისა, სტიქიის ზონაში 200-მდე მეხანძრე-მაშველიც იმყოფება.