დღეს აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ხმის მიცემის პროცესი უკვე დაწყებულია.
ამავე ცნობით, შედეგების შესახებ წინასწარ ინფორმაციას ცესკო-ს საინფორმაციო ცენტრი მთელი დღის განმავლობაში გაავრცელებს.
არჩევნებში მონაწილეობას შვიდი კანდიდატი მიიღებს, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი.
ამ დროისთვის ამომრჩეველთა სიაში 6-ს მილიონზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.
აზერბაიჯანში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელს ჩატარდა, შესაბამისად, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის აპრილში უნდა გამართულიყო.