“ჰუსიტებმა“ იემენიდან წითელ ზღვასა და ადენის ყურეში სავაჭრო გემების მიმართულებით ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტები ისროლეს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ერთი რაკეტა ადენის ყურეში აფეთქდა, რამაც მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ ბერძნულ გემს მცირე დაზიანება მიაყენა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „ჰუსუტების“ სარაკეტო თავდასხმა, ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავი და ბრიტანეთის საკუთრებაში მყოფი სატვირთო გემისკენაც იყო მიმართული. აშშ-ის ცენტრალური სარდლობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გემი არ დაზიანებულა.