„ჰამასი“ მძევლების გათავისუფლებისთვის პარიზში შემუშავებულ შეთანხმებას თავისი მოთხოვნებით პასუხობს. ტერორისტული დაჯგუფება ომის საბოლოო შეწყვეტას, პალესტინელი ტყვეების გათავისუფლებას, ღაზას სექტორის აღდგენასა და ბლოკადის დასრულებას მოითხოვს. „ჰამასის“ ამ განცხადებას მედიატორის როლის შემსრულებელი, კატარი დადებითად აფასებს. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეფასებით, ტერორისტული დაჯგუფების მოთხოვნები გადამეტებულია, თუმცა მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გრძელდება. მედიაში აცხადებენ, რომ ჰამასის პირობები ისრაელისთვის მიუღებელია.