რა გამოხმაურება მოჰყვა დეპუტატების მხრიდან მინისტრთა კანდიდატების პარლამენტში გამოსვლას - Palitra News

რა გამოხმაურება მოჰყვა დეპუტატების მხრიდან მინისტრთა კანდიდატების პარლამენტში გამოსვლას

2024-02-07 09:20:08+04:00

მინისტრთა კანდიდატების პარლამენტში გამოსვლას მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დეპუტატები გამოეხმაურნენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ არ აპირებენ ნდობის გამოცხადებას მინისტრთა კაბინეტისთვის, რადგან, როგორც თავად ამბობენ, სამთავრობო ცვლილებები ფასადურია და რეალურ გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს. „ქართული ოცნების“ დეპუტატები კი მინისტრობის კანდიდატების ანგარიშს დადებითად აფასებენ. უმრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, რომ მინისტრობის კანდიდატებს მხარს დაუჭერენ.