პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს. ეკონომიკის, ფინანსთა, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატებმა ანგარიში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე წარმოადგინეს და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს. ოპოზიციის წარმომადგემლები ერთხმად აცხადებენ, რომ სამთავრობო პროგრამას, ისევე როგორც პრემიერობის ახალ კანდიდატს მხარს არ დაუჭერენ. მათივე განმარტებით, უკეთესობისკენ არაფერი იცვლება და ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესი მომავალშიც გაგრძელდება. პარლამენტი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს მიმდინარე კვირას, პლენარულ სხდომაზე განიხილავს და ამავე საკითხს კენჭს უყრის.