ესპანელი ფერმერები ევროპელი კოლეგების საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ. აქტივისტები ევროკავშირისგან მეტ მოქნილობას, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების პროდუქციაზე მკაცრ კონტროლსა და მთავრობებისგან მეტ დახმარებას ითხოვენ. ფერმერებმა ესპანეთის რამდენიმე რეგიონში გზებიც გადაკეტეს, თებერვლის ბოლომდე კი მადრიდში მასშტაბური დემონსტრაციის მოწყობას გეგმავენ. მსგავსი საპროტესტო აქციები საფრანგეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებსა და იტალიაშიც მიმდინარეობს. მათი მონაწილეები აცხადებენ, რომ ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და საწვავზე ფასების ზრდის გამო, ფერმერებს მოსავლისგან მოგების მიღება უჭირთ.