უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის პერიოდის 13-ტ მაისამდე გაახანგრძლივა. დადგენილებაში ნათქვამია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ხანგრძლივ ფართომასშტაბიან აგრესიასთან დაკავშირებით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წინადადებების საფუძველზე, უკრაინაში საომარი მდგომარეობა 14-ი თებერვლის დილის 6 საათიდან, 90 დღის ვადით, ანუ 2024 წლის 13-ტ მაისამდე გაგრძელდა. სახალხო დეპუტატებმა ასევე ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციის 90-ი დღით გაგრძელებასაც მხარი დაუჭირეს.