სტამბოლში, ჩაგლაიანის სასამართლოსთან სროლა იყო, რის შედეგადაც 6 ადამიანი, მათ შორის 3 პოლიციელი დაიჭრა - შემთხვევის შედეგად, ორივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. შეიარაღებულმა პირები თავს სასამართლოს შენობის დაცვის პუნქტს დაესხნენ. მედიის ინფორმაციით, ისინი რევოლუციური სახალხო განმათავისუფლებელი პარტიის წევრები იყვნენ. აღმიშნული ულტრამემარცხენე ჯგუფი თურქეთში, აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, ილმაზ თუნჩმა განაცხადა, რომ სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.