დასავლეთ საქართველოში სტიქიაა. მაღალმთიან აჭარაში, რამდენიმე ადგილას მეწყრული პროცესები განვითარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი გარდაცვლილი პოლიციელია. ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ სამეგრელო-ზემო სვანეთშიც პრობლემები შექმნა. წყალდიდობაა ანაკლიაში, სადაც მდინარე ენგური კალაპოტიდან გადმოვიდა და რამდენიმე სახლი დატბორა. ასევე სტიქიაა იმერეთშიც - თერჯოლაში ქარმა ხეები მოგლიჯა და სახლებს სახურავები გადახადა. დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის შესახებ უფრო მეტს თაზო მაჭარაშვილის სიუჟეტიდან გაიგებთ.