ქართველი პოლიტიკოსები სხვადასხვაგვარად გამოეხმაურნენ სუს-ის განცხადებას, უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანასთან დაკავშირებით. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ეს რადიკალების, მათ შორის უკრაინის მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის მორიგი მცდელობაა. როგორც ხელისუფლების წევრები ამბობენ, მათთვის ამ დრომდე გაუგებარია, თუ როგორ შემოვიდა სხვა ქვეყნის გავლით საქართველოში 14 კგ-ის მოცულობის ასაფეთქებელი მოწყობილობა. ოპოზიციაში კი ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტულ განცხადებებს არ ავრცელებენ და გამოძიების დასრულებას ელოდებიან.