გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ეკონომიკის, ფინანსთა, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატების მოსმენა ამ დრომდე მიმდინარეობს. დეპუტატების წინაშე ანგარიშით 4-ვე მომავალი მინისტრი წარსდგა. მათ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა კითხვებიც დაუსვეს და სხდომაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. კომიტეტის დაწყებისას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ადგილზე პრემიერ-მინისტრობის კანიდიდატის, ირაკლი კობახიძის დასწრებაც მოითხოვეს. რაზე გაამახვილეს ყურადღება მინისტრობის კანდიდატებმა და რა კითხვები აქვთ მათთან დეპუტატებს, ამას ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.