საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვის მის შეთავაზებას, მიხეილ სააკაშვილი განცხადებით გამოეხმაურა. მესამე პრეზიდენტმა, ყველა დასავლურ ძალას, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, საერთო საპრეზიდენტო კანდიდატზე ჩამოყალიბება შესთავაზა. სააკაშვილი ზურაბიშვილს იმ მოსაზრებაში დაეთანხმა, რომ ახლა „ხელოვნური ფორმალური გაერთიანებების“ დრო ნამდვილად არ არის. მესამე პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მისი სიტყვები გაიმეორა, როდესაც თქვა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთის ლანძღვა უნდა შეწყვიტონ და სამიზნე ოლიგარქზე გაასწორონ.