საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას დასავლური ღირებულებების გარშემო გაერთიანებისაკენ მოუწოდებს. „ერთობის პლატფორმის“ შექმნის იდეა ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან დღეს გააჟღერა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის მზადაა, რომ ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებლობა თავად აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, საკოორდინაციო ცენტრიც დაარსოს, რომელიც ყველა კონკრეტულ შეთავაზებას გააერთიანებს. როგორ აფასებენ ოპოზიციასა და მმართველ პარტიაში სალომე ზურაბიშვილის ამ ინიციატივას, ამას ხატია სამხარაზე მოგიყვებათ.