აჭარის რეგიონში სტიქიასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს - Palitra News

აჭარის რეგიონში სტიქიასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

2024-02-06 16:16:12+04:00

აჭარის რეგიონში სტიქიასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, სამინისტროს თანამშრომელი დაიღუპა. ამავე რეგიონში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში, ჩამოწოლილმა ზვავმა კი ორი ადამიანი მოიყოლა , რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი ადამიანი, მეორე კი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.