რაზე გაამახვილა ყურადრება სალომე ზურაბიშვილმა წლიურ ანგარიშში და როგორ მიმდინარეობდა პრეზიდენტის მოსმენა საქართველოს პარლამენტში - Palitra News

რაზე გაამახვილა ყურადრება სალომე ზურაბიშვილმა წლიურ ანგარიშში და როგორ მიმდინარეობდა პრეზიდენტის მოსმენა საქართველოს პარლამენტში

2024-02-06 15:20:06+04:00

საქართველოს პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილის წლიურ ანგარიშს უკვე მოუსმინა. საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე ზურაბიშვილმა ყურადღება ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, ელიტურ კორუფციასა და რუსულ ჰიბრიდულ ომზე გაამახვილა. ქვეყნის პრეზიდენტმა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივამიშვილსაც მიმართა. ზურაბიშვილის მიერ დასმული კითხვის ადრესატი ირაკლი კობახიძეც იყო. რა ვითარებაში მიმდინარეობს პრეზიდენტის მოსმენა საქართველოს პარლამენტში.