გასულ წელს საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში 4 მილიარდ 125 მილიონი დოლარი შემოვიდა. შედარებისთვის, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 3 მილიარდ 516 მილიონი დოლარი იყო. რაც შეეხება ქვეყნებს, დანახარჯების მიხედვით ლიდერობს რუსეთი - 938 მლნ დოლარით; მას მოსდევს თურქეთი - 631 მლნ დოლარით; ხოლო მე-3 ადგილზეა ისრაელი, რომლის მოქალაქეებმაც საქართველოში გასულ წელს 308 მლნ დოლარი დახარჯეს.