პარლამენტი დღეს ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის ოთხ კანდიდატს მოუსმენს. კონკრეტულად კი საუბარი ეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებს. საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა პარლამენტში, გუშინ დაიწყო, 8 თებერვალს კი პროცესი გაწერილი გრაფიკის თანახმად, უკვე პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს.