აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და საუდის არაბეთის პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა ღაზაში ომის დასრულების შესახებ რეგიონული კოორდინაციის საკითხი და ომის შემდგომი პერიოდის ღაზას სექტორთან დაკავშირებული გეგმები განიხილეს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ერ-რიადში გამართული შეხვედრის დროს ქვეყნების ლიდერებმა ასევე ღაზის სექტორის ჰუმანიტარული საჭიროებებისა და კონფლიქტის შემდგომი გავრცელების პრევენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ რომ რეგიონში დაძაბულობის შემცირებასა და წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმების შეჩერების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს. ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში 6-ს თემბერვალს ჩავიდა. საუდის არაბეთის შემდეგ ენტონი ბლინკენი ეგვიპტეს, კატარს, ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროსაც ეწვევა.