აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - იემენში „ჰუსიტების“ დრონებს დავარტყით, რომლებიც გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდნენ - Palitra News

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - იემენში „ჰუსიტების“ დრონებს დავარტყით, რომლებიც გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდნენ

2024-02-06 09:24:41+04:00

აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის ცნობით, მათმა ძალებმა იემენში „ჰუსიტების“ ორ უპილოტო საფრენ აპარატს დაარტყეს.

ცენტრალურ სარდლობაში განმარტავენ, რომ დრონები აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებისა და სავაჭრო გემებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ.

„აშშ-ს ძალებმა აღმოაჩინეს ასაფეთქებელი უპილოტო საფრენი აპარატები იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად რაიონებში და დაადგინეს, რომ ისინი წარმოადგენდნენ გარდაუვალ საფრთხეს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებისა და სავაჭრო გემებისთვის რეგიონში“, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.