რუსთავში, ძველი ქალაქის რეაბილიტაციის მიზნით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო. გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადგილზე, ძველის, ავთენტური არქიტექტურული სტილის, ახალი შენობა აშენდება. მშენებლობა უკვე დაწყებულია და რუსთაველის ქუჩაზე, რომელის რეტავრაციაც ასევე მიმდინარეობს, ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების ცენტრი ექნებათ. შენობის რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ, რუსთავის მერია, ახალგაზრდებს მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, განახლებულ და თანამედროვე მომსახურებას შესთავაზებს. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.