ზურაბ აზარაშვილი - რესპუბლიკურ საავადმყოფოს, იმის საშუალება აქვს, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მრავალპროფილური, მაღალკვალიფიციური მომსახურებით საქართველოს მოქალაქეები უზრუნველყოს - Palitra News

ზურაბ აზარაშვილი - რესპუბლიკურ საავადმყოფოს, იმის საშუალება აქვს, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მრავალპროფილური, მაღალკვალიფიციური მომსახურებით საქართველოს მოქალაქეები უზრუნველყოს

2024-02-06 09:20:38+04:00

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, იმის საშუალება აქვს, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მრავალპროფილური, მაღალკვალიფიციური მომსახურებით საქართველოს მოქალაქეები უზრუნველყოს. აზარაშვილის განცხადებით, სწორედ ეს არის ის ადგილი, სადაც შეიძლება, ომ სამედიცინო უნივერსიტეტთან კოორდინაციით, მძლავრი სახელმწიფო კლინიკა შეიქმნას. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, „კოვიდის“ პერიოდში ქვეყანა სხვა რეალობის წინაშე იდგა, შესაბამისად, მაშინ კლინიკაში სარემონტო სამუშაოები სწორედ პანდემიური პირობებიდან გამომდინარე ჩატარდა.