თეონა აქუბარდია - თავის „პრინციპულ არჩევანთან“ დამარცხებული ირაკლი კობახიძე, მისი პრემიერობის დამტკიცების ამბავს ხელმოსაწერად გააგზავნის პრეზიდენტთან, ეს დამარცხების მეორე ფაზაა - Palitra News

თეონა აქუბარდია - თავის „პრინციპულ არჩევანთან“ დამარცხებული ირაკლი კობახიძე, მისი პრემიერობის დამტკიცების ამბავს ხელმოსაწერად გააგზავნის პრეზიდენტთან, ეს დამარცხების მეორე ფაზაა

2024-02-05 21:50:21+04:00

„მან ხელი უნდა მოაწეროს ახალ მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებას, ეს კონსტიტუციითაა გაწერილი. შესაბამისად, ხელს მოაწერს თუ არ მოაწერს, ირაკლი კობახიძე დარჩება ირაკლი კობახიძედ, მაგრამ გარკვეულ წილად მას აქვს ამის ვალდებულება და კარგი იქნება, რომ რახან ის ხელს აწერს, რაღაც თქვას. მით უფრო, რომ ის კაცი ხდება პრემიერი, რომელმაც მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო. მართალია დამარცხდა, მაგრამ ცივი ომის ფაზაში გადავიდა ეს ყველაფერი. ქვეყნისთვის დამაზიანებელი პროცესი იყო და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა როგორც საფრანგეთის კითხვაში პრემიერ ღარიბაშვილთან, ასევე, მთლიანად დასავლეთში. მიუხედავად ირაკლი კობახიძის დიუსელდორფის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხისა და იმ გაურკვეველი საკონსტიტუციო დავისა, დასავლეთმა ვერაფრით ვერ გაიგო, როგორ შეიძლება პრეზიდენტი გაასამართლო იმისათვის, რომ ის მხარს უჭერს და ეხმარება საქართველოს მთავრობას კანდიდატის სტატუსის მიღებაში. აქ ნამდვილად გაუგებარია რა ხდებოდა. თავისივე პრინციპულო არჩევანთან დამარცხებული პრემიერ-მინისტრი გააგზავნის ხელმოსაწერად მისი პრემიერობის დამტკიცების ამბავს პრეზიდენტთან, ეს დამარცხების მეორე ფაზაა და შესაბამისად სალომე ზურაბიშვილის კომენტარი საინტერესო იქნებოდა“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.