დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში, არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, გოგონამ ნაადრევად იმშობიარა, რის შემდეგაც ნაყოფი, სავარაუდოდ, დაიღუპა, მოზარდმა კი კლინიკა დღეს დატოვა. მეზობლების ინფორმაციით, 17 წლის გოგონა მუქარით ხსნის იმას, რომ მამისგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. სკოლის დირექტორი კი აცხადებს, რომ ბავშვისთვის ცვლილებები არ შეუმჩნევიათ და გოგონას სასკოლო ცხოვრებაში მამაც აქტიურად მონაწილეობდა. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. დანაშაული 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.