საკანონმდებლო ორგანოში კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს უსმენენ. პარალელურად კი მეცნიერბმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტს განცხადებით მიმართეს და დეპუტატებს თეა წულუკიანისადმი უნდობლობის გამოცხადებისკენ მოუწოდეს. წულუკიანის მოსმენის პარალელურად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია იმართება, ისინი ითხოვენ, რომ კულტურის სამინისტროს საქმიანობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს. რადგან მათი თქმით, თეა წულუკიანს კულტურის სფეროში არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს.