საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა, თავდაცვის, იუსტიციისა და სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებს უკვე მოუსმინეს. სამთავრობო პროგრამას და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილი განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს 4-მა კომიტეტმა გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირა. გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ერთ-ერთ შემთხვევაში პარტია ლელოს წევრ სალომე სამადაშვილს დარბაზიც დაატოვებინეს. კომიტეტის სხდომაზე განახლებულ მინისტრთა კაბინეტის წევრებს დეპუტატების კრიტიკულ კითხვებზე მოუწიათ პასუხის გაცემა, სხდომის დასრულების შემდეგ კი მინისტრობის კანდიდატებმა მედიასთან დეპუტატების მხრიდან დასმული კითხვებიდან გამომდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. თავისმხრივ ოპოზიციის წარმომადგემლები თითქმის ერთხმად აცხადებენ რომ სამთავრობო პროგრამას, ისევე როგორც პრემიერობის ახალ კანდიდატს მხარს არ დაუჭერენ. მათივე განმარტებით, სამთავრობო ცვლილებებით ქვეყნისთვის უკეთესობისკენ არაფერი იცვლება და კვლავ ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესი გაგრძელდება.