სუსის განცხადებით, 14 კილოგრამი ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში 7 მოქალაქე იყო ჩართული - რომელი ქვეყნიდან მოდიოდა მოწყობილობა და რა იყო სავარაუდო დანიშნულების საბოლოო ადგილი - Palitra News

სუსის განცხადებით, 14 კილოგრამი ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში 7 მოქალაქე იყო ჩართული - რომელი ქვეყნიდან მოდიოდა მოწყობილობა და რა იყო სავარაუდო დანიშნულების საბოლოო ადგილი

2024-02-05 20:10:31+04:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ამოღებული 14 კილოგრამი ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანასა და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში 7 მოქალაქე იყო ჩართული. როგორც სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, აღნიშნულ მოქმედებებში ასევე უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე იყო ჩართული.