ნიდერლანდები უკრაინას დამატებით ექვს F-16-ის ტიპის გამანადგურებელს გადასცემს - Palitra News

ნიდერლანდები უკრაინას დამატებით ექვს F-16-ის ტიპის გამანადგურებელს გადასცემს

2024-02-05 20:03:25+04:00

ნიდერლანდები უკრაინას დამატებით ექვს F-16-ის ტიპის გამანადგურებელს გადასცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი, კაისა ოლონგრენი ავრცელებს.

„ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო უკრაინისთვის გადასაცემად დამატებით ექვს F-16-ის ტიპის გამანადგურებელს ამზადებს. შესაბამისად, F-16-ის ტიპის გამანადგურებლების სრული რაოდენობა 24 გახდება. რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად უკრაინის საჰაერო უპირატესობა აუცილებელია“, - წერს ოლონგრენი X-ზე.

შეგახსენებთ, 2023 წლის დეკემბერში, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები უკრაინას F-16-ის ტიპის 18 გამანადგურებელს გადასცემდა.