ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთს ეწვევა - Palitra News

ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთს ეწვევა

2024-02-05 15:56:28+04:00

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთს ეწვევა.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში ენტონი ბლინკენის ვიზიტი კვირას დაიწყება და ხუთშაბათამდე გაგრძელდება.

ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთს, ეგვიპტეს, კატარს, ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროს ეწვევა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ დიპლომატიური მისიის დიდი ნაწილი „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას დაეთმობა.

ცნობისთვის, ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ეს ახლო აღმოსავლეთში ბლინკენის მეხუთე ვიზიტი იქნება.