გაერთიანებული კომიტეტების სხდომა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. პარტია ლელოს დეპუტატ სალომე სამადაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დარბაზი დაატოვებინა. სამადაშვილს დარბაზი შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურისთვის კორუფციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის შემდეგ დაატოვებინეს. 4 მინისტრობის კანდიდატს ოპოზიციის მიერ დასმულ კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემაც მოუწიათ. როგორ განვითარდა მოვლენები გაერთიანებულ კომიტეტების სხდომაზე და რა კითხვები ჰქონდათ დეპუტატებს განახლებული მინისტრთა კაბინეტის წევრებთან