სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ამოღებული 14 კილოგრამი ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანასა და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში 7 მოქალაქე იყო ჩართული. როგორც სუს-ში გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, აღნიშნულ მოქმედებებში ასევე უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე იყო ჩართული. რომელი ქვეყნიდან მოდიოდა ასაფეთქებელი მოწყობილობა და რა იყო სავარაუდო დანიშნულების საბოლოო ადგილი, რა დამატებითი დეტალები ხდება საქმეზე ცნობილი.