უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტები წარუდგინა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კანონპროექტები 14 თებერვლიდან საყოველთაო მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის ვადის 90 დღით, ანუ 14 მაისამდე გახანგრძლივებას ითვალისწინებენ.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივებას მხარი 9-ჯერ დაუჭირა.