დუბლინში ხანძრის შედეგად მოხუცთა ყოფილი თავშესაფარი დაიწვა. შენობას ცეცხლი გამთენიისას გაუჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო მანქანა და 40-ზე მეტი მეხანძრე იყო მობილიზებული. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. რამდენიმე დღის წინ თავშესაფართან საპროტესტო აქციაც იყო, სადაც შეკრებილი ადამიანები ამტკიცებდნენ, რომ წმინდა ბრიჯიდის მოხუცთა სახლში ლტოლვილები შეასახლეს და მომიტინგეები სწორედ აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებდნენ. მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაიწყო.