თოვისა და ლიპყინულის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია - Palitra News

თოვისა და ლიპყინულის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

2024-02-05 12:27:53+04:00

თოვისა და ლიპყინულის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5-დან 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში კი ძლიერ თოვას ვარაუდობენ.