სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმი საქართველოს მესამე პრეიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მორიგ დასკვნას აქვეყნებს. კონსილიუმის წევრების შეფასებით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დადებითი პროგნოზის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. 25 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექსპერტთა ჯგუფი კლინიკა „ვივამედში“ ვიზიტის შემდეგ მომზადებულ დასკვნაში სხვა დადებითი დინამიკის მიზეზებსაც დეტალურად მიმოიხილავს.