შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა იემენში “ჰუსიტების“ ხომალდსაწინააღმდეგო და სახმელეთო შეტევის ფრთოსან რაკეტებს დაარტყეს - Palitra News

შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა იემენში “ჰუსიტების“ ხომალდსაწინააღმდეგო და სახმელეთო შეტევის ფრთოსან რაკეტებს დაარტყეს

2024-02-05 09:23:02+04:00

შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა იემენში “ჰუსიტების“ ხომალდსაწინააღმდეგო და სახმელეთო შეტევის ფრთოსან რაკეტებს დაარტყეს. მოგვიანებით, აშშ-ის ძალებმა კიდევ 4-ი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა გაანადგურეს, რისი მიზეზიც, როგორც თავად ამბობენ, რეგიონში მყოფი სავაჭრო და ამერიკული სამხედრო გემებისთვის შექმნილი საფრთხე გახდა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, აშშ-ი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ შესაბამის ზომებს კიდევ ერთხელ მიიღებს. მისივე თქმით, პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აღნიშნული შეტევები მათი საპასუხო დარყმის დასაწყისია.