ჩილეს ცენტრალურ ნაწილში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 112-მდე გაიზარდა. აღნიშნულის გამო, ქვეყნის პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიჩმა 2-დღიანი გლოვა გამოაცხადა და აღნიშნა, რომ დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. მისივე თქმით, ასობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, 1000-ზე მეტი სახლი კი დაზიანებულია. ეროვნული სატყეო უწყების ცნობით, 8000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია არის განადგურებული. მეხანძრეები სტიქიის ათობით კერას ამ დრომდე ებრძვიან. ქვეყნის შს მინისტრის, კაროლინა ტოჰას განცხადებით, 2010 წლის მიწისძვრის შემდეგ, ჩილე ყველაზე საშინელი კატასტროფის წინაშე დგას.