უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ფრონტის ხაზზე ვითარება ჩიხში შევიდა, რისი მიზეზიც სამხედრო ტექნიკის მიწოდების შეფერხებაა. მისივე თქმით, ქვეყანას რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად თანამედროვე საშუალებები სჭირდება. უკრაინის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ არსებული ვითარების მიუხედავად, რუსეთის ჯარს მნიშვნელოვანი წინსვლის საშუალება არ გააჩნია. მანამდე, ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენების შანსებზე საჯაროდ პირველად ისაუბრა. მანვე აღნიშნა, რომ წარმატების მისაღწევად ძირეული ცვლილებების აუცილებელია.