საქართველოს პარლამენტი ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად ემზადება - Palitra News

საქართველოს პარლამენტი ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად ემზადება

2024-02-05 09:17:52+04:00

საქართველოს პარლამენტი ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად ემზადება. მთავარი საკანონმდებლო ორგანო მთავრობის გუნდს კომიტეტების ფარგლებში მოუსმენს, რის შემდეგაც მას პლენარულ სესიაზე დაამტკიცებენ. სხდომათა დარბაზში სამთავრობო პროგრამას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობიხიძე წარადგენს. სამთავრობო გუნდის განცხადებით, ცვლილებები აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტურობას კიდევ უფრო მეტად გაზრდის. ოპოზიციაში კი, სახელისუფლებო პარტიაში მიმდინარე პროცესს ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესს უკავშირებენ.