ქვეყნის პრეზიდენტი საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე წლიურ მოხსენებას წარადგენს. ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ზურაბიშვილის მოხსენებას დაესწრებიან, თუმცა როგორც თავად ამბობენ განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვთ. სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები კიდევ აცხადებენ, რომ გასულ წელს უცხოეთში ვიზიტებით პრეზიდენტმა კონსტიტუციის დაარღვია. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ამ დროისთვის სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ ფლანგზე იმყოფება.