ღაზის სექტორში გასული საათების  განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 92 ადამიანი ემსხვერპლა - Palitra News

ღაზის სექტორში გასული საათების  განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 92 ადამიანი ემსხვერპლა

2024-02-04 17:12:39+04:00

ღაზის სექტორში გასული საათების განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 92 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, თავდასხმის სამიზნე ქალაქ რაფაჰის საბავშვო ბაღის შენობა გახდა, სადაც დევნილები აფარებდნენ თავს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დაიბომბა „ჰამასის“ რამდენიმე სამიზნე, მათ შორის ინფრასტრუქტურა და რაკეტის გამშვები ადგილები. ისრაელის არმია ოპერაციას ატარებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზეც, სადაც გასულ ღამეს 14 ადამიანი დააკავეს.