რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, ტორეცკი დაბომბეს, არის მსხვერპლი - Palitra News

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, ტორეცკი დაბომბეს, არის მსხვერპლი

2024-02-04 16:37:50+04:00

უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკში, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა ქალაქს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს და საცხოვრებელ ფართს დაარტყეს.

ორივე დაშავებული სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.