“ჯანმრთელობის უფლება ყველას” - ამ შინაარსის ბანერებით ყოფილი ონკოპაციენტები და ონკოპაციენტების ოჯახის წევრები პარლამენტთან აქცია გამართეს, რის შემდეგაც უკვე მტავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს. პროტესტის მონაწილეები ონკოპაციენეტებისათვის წლიური, 25 ათას ლარიანი ლიმიტის მოხსნას და საჭიროებების შესაბამისად, ყველა პაციენტთან ინდივიდუალურ მიდგომას ითხოვენ. მოქალაქეები ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, დარეგულირდეს იმ წამლების მარაგიც, რომლებიც ონკოპაციენტებს ყოველდღიურად სჭირდებათ. აქციას მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძეც შეუერთდა.