ოკუპირებულ აფხაზეთში საბაგირო ჩაწყდა, დაიღუპა რუსეთის მოქალაქე - Palitra News

ოკუპირებულ აფხაზეთში საბაგირო ჩაწყდა, დაიღუპა რუსეთის მოქალაქე

2024-02-04 15:40:22+04:00

რუსეთის ორენბურგის ოლქის მკვიდრი გაგრის რაიონში საბაგიროდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას „აფსნიპრესი“ აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტრაგედია 3 თებერვალს, შუადღისას, გეგის ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე მოხდა.

„28 წლის მამაკაცი საბაგიროთი სეირნობდა. რაღაც მომენტში საბაგირო გაწყდა და მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა“, - აცხადებენ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.

გარდაცვლილის ცხედარი ოკუპირებული აფხაზეთის სამართალდამცველებს გადასცეს.