რუსეთმა ხარკოვისა და დონეცკის ოლქები დაბომბა - Palitra News

რუსეთმა ხარკოვისა და დონეცკის ოლქები დაბომბა

2024-02-04 14:12:46+04:00

უკრაინული მედიის ცნობით, გასული დღის განმავლობაში, ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში რუსეთის აგრესიის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. როგორც ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება, ოკუპანტებმა 17-მდე დასახლებული პუნქტი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ორი კერძო სახლიც. დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თქმით კი, რეგიონში რუსეთის თავდასხმების შედეგად დაშავებულთა საერთო რაოდენობა 4 500-ს აღემატება.