ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად, სულ მცირე, 46 ადამიანი დაიღუპა. ქალაქ ვინა დელ მარის მერმა განაცხადა, რომ დაკარგულად მიიჩნევა 200-ზე მეტი პირი. ჩილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით სულ 92 აქტიური ხანძრის კერა იყო, რის შედეგადაც 43,000 ჰექტარზე მეტი ფართობის ტყე განადგურდა. დამწვარია 1 100-ზე მეტი სახლიც. ხანძრის გამომწვევ მიზეზად მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი სახელდება.