საქართველოს პარლამენტი ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად ემზადება. სამთავრობო გუნდს საკანონმდებლო ორგანო ჯერ კომიტეტების ფარგლებში მოუსმენს, რის შემდეგაც მას პლენარულ სესიაზე დაამტკიცებენ. სხდომათა დარბაზში სამთავრობო პროგრამას პრემიერობის კანდიდატი, ირაკლი კობიხიძე წარადგენს. სახელისუფლებო გუნდის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებები აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტურობას კიდევ უფრო მეტად გაზრდის. სახელისუფლებო პარტიაში მიმდინარე პროცესებს ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებს უკავშირებს ოპოზიცია.