აშშ-მა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ 30-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს - Palitra News

აშშ-მა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ 30-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს

2024-02-04 11:29:10+04:00

შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ინფორმაციას CNN-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი თქმით, შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში 30-ზე მეტი სამიზნეს 13 ლოკაციაზე დაარტყეს და ეს დრტყმები რამდენიმე სხვა ქვეყნის მხარდაჭერით განახორციელეს.

„დღევანდელი დარტყმის სამიზნე იყო „ჰუსიტების“ იარაღის საწყობები, სარაკეტო სისტემები და გამშვებები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადარები“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, ავსტრალიამ, ბაჰრეინმა, კანადამ, დანიამ, ნიდერლანდებმა და ახალმა ზელანდიამ ერთობლივად გაავრცელეს.

ამასთან, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადა, რომ USS Gravely-მა და USS Carney-მა სახმელეთო შეტევის ფრთოსანი რაკეტები გაისროლეს და დარტყმების განხორციელებაში ასევე ჩართული იყვნენ F/A-18 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები.